8 წლის ბიჭი და მისივე თანატოლი გოგო კვადროციკლით კედელს შეეჯახნენ – ავარია თელავში
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში – დაშავებულები არიან კვადროციკლით მოძრავი 8 წლის მოზარდები.
შემთხვევა ალაზნის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი და მისივე თანატოლი გოგონა კვადროციკლით კედელს შეეჯახნენ.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის და ყბა-სახის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
ექიმების განმარტებით, ის ამ დროისათვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე პაციენტს რეანიმობილით თბილისში გადაიყვანენ.
დაშავებულ გოგონას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და შესაბამისი მკურნალობა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ.
