Thursday, 11 Jun, 2026

გარდაცვლილია ექსკურსიის მიკროავტობუსის მძღოლი – რა ინფორმაცია ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან

რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილია ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი.

არსებული ინფორმაციით,  მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, რის შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2-ე კლასის მოსწავლეები არიან.

თვითმხილველების თქმით მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *