ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა
ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი ავრცელებს.
“ჩემი მოსწავლე, ჩემი ლუკა ჩხიკვიშვილი, უფალს ებარებოდე შვილო…” – წერს სკოლის დირექტორი.
არსებული ინფორმაციით, ლუკამ ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.
“ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაკეთებოდა. როგორც კი შეუყვანიათ ნარკოზი, გული გაუჩერდა”, -წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
