Wednesday, 10 Jun, 2026

წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვა – ამინდი იცვლება

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

„11 ივნისიდან – დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, სიცხის ფონზე ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სანაპირო კურორტებზე კი უახლოეს დღეებში – ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 11 ივნისს გაწვიმდება ხანმოკლედ ელჭექით.
ტემპერატურა ყველგან ნორმის ფარგლებში იქნება +22, +27 გრადუსის ფარგლებში.
ამინდის ყოველი ცვლილება გახდეს თქვენი ახალი იმედის დასაწყისი…”,- წერს ფარტენაძე.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *