სასწრაფო გაფრთხილება – უცნობი ვარდისფერი ფხვნილი! კიდევ და კიდევ გაფრთხილება! ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც “მეტადონის” სახელით ასაღებენ. არსებული ინფორმაციით, ის წყალში არ იხსნება და მხოლოდ ლიმონმჟავასთან იხსნება” – ამის შესახებ ნარკოლოგი, “ფედერალისტების” ერთ-ერთი წევრი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმითვე, განსაკუთრებით საყურადღებოა სინთეზური ოპიოიდი U-47700 (Pink, Pinky) – ძლიერი და მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერება, რომელიც წარსულში ვარდისფერი ფხვნილის სახითაც ვრცელდებოდა.

“ასევე გამოსარიცხია “ნიტაზენები” და “ფენტანილის” ანალოგები. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ნივთიერებაა გავრცელებული საქართველოში. საჭიროა სასწრაფო ლაბორატორიული იდენტიფიკაცია.

არსებული ინფორმაციით, გუშინწინ ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა ბათუმში!

არ გამოიყენოთ უცნობი ფხვნილი და არ ენდოთ მის მეტადონად გასაღებას. ზედოზირებისას დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიყენეთ “ნალოქსონი”, თუ ხელმისაწვდომია.

ძალიან საშიშია! ადგილზე კლავს! ვერ ასწრებს სასწრაფოც მოსვლას! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს!” – წერს სიხარულიძე სოციალურ ქსელში.